Litclub.ge

* * * შავი სხეულით ლირიკა დამაქვს (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
შავი სხეულით ლირიკა დამაქვს,
ამაღლებულზე ვკამათობ ხშირად,
და ყავა რომ არ გადმომიდუღდეს,
ვაქრობ მორჩილად.
ციური მღერა, მარადი ღამე -
ვცხოვრობ ზეცაში, ვარსკვლავებს ვაქრობ.
მოკლედ ვთქვა, არის სულ ჩემი ნება -
შაქრით, უშაქროდ.

მეტაფიზიკურ ამბების ფონზე
ჩააქრე ცეცხლი ნელი, მბჟუტავი.
და შეეჩვიე ბნელს და სიჩუმეს,
ბნელს და სიჩუმეს დაუდე ზავი.
ნელა გაუშვი საპნის ბუშტები
და მოიკრიბე დღითიდღე ძალა.
აივსება და გადმოიღვრება -
ლექსად, თუ მოგეძალა.