Litclub.ge

გამოღვიძება (მთარგმნელი: დათო გაბუნია)
ჩვენს ვენებში ფლოტილია ემზადება გასამგზავრებლად,
პაწაწინა აფეთქებები წყლის ზოლებთან,
თოლიები ირწევიან მლაშე სისხლის ნიავქარში.

დილის ჟამია და ქვეყანას მთელი ზამთარი თურმე ეძინა.
ფანჯრის რაფები დაუფარავთ ბეწვეულით.
ეზო სავსეა
გაშეშებული ძაღლებითა და ხელებით, მოუხეშავად, რომ უჭირავთ
მძიმე წიგნები.

ახლა ვიღვიძებთ და ვტოვებთ საწოლს და ვსაუზმობთ!
შეძახილები ისმის სისხლის მისადგომებთან,
ნისლია ირგვლივ, ანძებს მართავენ, მზის სხივებში აკაკუნებენ
ხის იარაღებს,

ახლა ვმღერით და ვასრულებთ პაწია ცეკვებს სამზარეულოს იატაკზე,
და ჩვენი ტანი ნავმისადგომს ჰგავს გარიჟრაჟზე,
ვხვდებით, რომ ერთი დღით მაინც გვტოვებს ჩვენი მეუფე.