Litclub.ge

ეს ნიშნები (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ფ.
ეს ნიშნები, ღვლარჭნილობები, თაღლითური ალგებრა.
მსუბუქი ჰაერი, ჰაერის ბუშტუკები ლაყუჩების ქვეშ.
ყველაფერი - მოჯადოებული ანბანია გერბის,
ათასწლოვანი ჰერბარიუმის.
ყველაფერი - შუქია ცარიელი შანდლის, დაჟანგული ბრის.
ანგელოზებს უნარი შესწევთ პატივს სცემდნენ ისტორიას.
პაწაწინა კონვერტებში მიხაკ-დარიჩინს, ჯანჯაფილს ყრიდნენ.
აჭრიალებდნენ კარს,
რომელიღაც ძველისძველ ქაღალდს აშრიალებდნენ.
და საერთოდ, გამოსცემდნენ აუხსნელ ბგერებს.
ხოლო შენ ზიხარ და მკითხაობ,
და აყურადებ გაფაციცებით. და
მხოლოდ მაშინ ეცემა დაბლა ჩაის კოვზი
და კი არ წკრიალებს, ეკიდება სადღაც ჰაერში,
და შენ ხვდები, რომ ფერმკრთალი ქალწული,
უსისხლო ლილიტი თამაშობს შენთან.