Litclub.ge

* * * დამტვრეულ ქანდაკებათა ბაღი (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
დამტვრეულ ქანდაკებათა ბაღი
ნიჩბიანი გოგონას თაბაშირის კოჭები
საყვირშემართული პიონერის სანდლები
მარშალის ცხენის ჩლიქი
ბელადის ბრინჯაოს წაღები

ადმინისტრაცია გამოხატავს თავის მწუხარებას დროის სწრაფწარმავლობაზე
ძაღლების გასეირნება აკრძალულია
მოაზროვნის ქვის დუნდულები