ვიგრძენი
წვიმის შრიალი,
ტყეში რომ იცის ისეთი,
სიღრმე უჩუმარ სიჩუმის,
ხმა უცნაური სიმღერის...
ზეცა ავივსე ტრფიალით,
წვიმამ რომ იცის იმ სევდით,
უსიხარულო სიხარულს,
უსიმღერობით ვიმღერდი...
ცრემლებით სავსე
ლამაზმანს უგზო-უკვალოდ მივსდევდი,
მივსდევდი,
მაგრამ დაწევნას
ნამდვილად არ ვაპირებდი...
და სიშორიდან
მის ასეთ შორეულობას ვითმენდი,
მსიამოვნებდა გალუმპულს
ყოფნა უსაზღვრო იმედით...