Litclub.ge

თუ დავბრუნდი
თუ დავბრუნდი, გეტყვი მოკლედ,
რომ არავინ შემრჩა სანდო.
ან რამდენჯერ უნდა მოვკვდე
და რამდენჯერ დავიბადო.
მაინც დამაქვს ფიქრი ძველი
და იმედი სამიოდე.
დავბრუნდები, თუ შევძელი,
თუ შეძელი _ დამელოდე!