დ. გ. ხუხუნაშვილს
ეზოში მშრალი სიმხიარულეა.
ეზოში დომინირებს დომინო.
ეზო სვამს. ამიტომ ეზოს გვერდს უვლიან.
ეზოში ბავშვები დარბიან კამათლებივით.
ბავშვებს არ ესმით თავისდამი ქება.
სახლში დევს ბასრი სამართებელი.
ეზოში საუბრობენ გაუგებრად:
ფულიო... ომიო...
1996