Litclub.ge

* * * ბინდდება
ბინდდება.
შორს ვარ მე ახლა,
შენს აულს დავცქერ ჭოგრითა.
ოჰო, - სტუმარი გეახლათ, -
ნეტავ რა ჩიტი მოფრინდა?..
ცხენდაცხენ იცდის კარშია,
გამოეგებე ცქრიალით.
ვინ არის?
იქნებ ვაჟია!..
ვეღარ ჭრის ჭოგრი ტიალი...
რა უჭირს: -
თქვენთან გაითევს,
მოულხენთ, როგორც მეგობარს,
სანთლად მაგ მზერას აინთებს,
ვახშმად ეგ ღიმიც ეყოფა...
ბინდდება...
ცხვარი დავანდა...
მოსთქვამს ჩანჩქერის ჩქრიალი...
თითქოს ბალახზე დავარდა, -
ფართხალებს გული ტიალი...