Litclub.ge

* * * სულაც არ მინდა
სულაც არ მინდა
ნაცემი ძაღლის თვალებით შემოგხედო,
ფეხებთან გაგიგორდე და
ხორკლიანი ენით აგილოკო
მტვრიანი ფეხსაცმლის
ჭვინტი.
ჩემი სხეული
კარგა ხანია არაფრად ვარგა -
გახვრეტილი ფერდიდან
უკვე ორი თვეა,
თავისუფლად შემდის ჰაერი
ცარიელ კუჭში და
ჭადრაკის ფიგურებად
იყინება.
თორმეტი დღეა
გავთამამდი და გრძელი კაბა
გავიხადე,
ლამაზ ფეხებს რომ მიფარავდა.
შენ რომ გიყვარდა,
ის საყურე შევიხსენი,
დახეულ წიგნებს ყველა ფურცელი
ჩავაწებე და
მტვრიან თაროებზე შემოვაწყვე.
ფეხის თითები
საგულდაგულოდ შევიღებე
წითელი ლაქით.