Litclub.ge
* * * თოვლია მთებზე
თოვლია მთებზე.
ღამეებიც თოვლივით დნება.
ამოდის დილა მთის კალთაზე -
თეთრი შროშანი.
ვერასოდეს
შევიგრძენი მისი სურნელი.
სანამდე ბილიკს სწრაფად ავივლი,
ჭკნება ყვავილი,
ღამდება ისევ.
ყვავილობა ჩავლილია,
დილამდე კი ისე შორს არი.