Litclub.ge

ამბავი ერთ გოგოზე ორ ნაწილად
I ნაწილი
ის გოგო ბევრს სვამდა,
სანამ ერთხელაც, მთვრალმა,
აივნის მოაჯირზე შეხტომა არ გადაწყვიტა
სიგარეტის მოსაწევად
და მეორე სართულიდან ზღართანი არ გაადინა.
მას გაუკეთეს ტრეპანაცია
და ეხლა ის თავისი ოთახის სიმყუდროვეს ეთვისება
და ჯანმრთელი ცხოვრების წესით ტკბება.

II ნაწილი
გოგო, რომელმაც გადაიტანა ტრეპანაცია
და როგორც ამბობენ ხოლმე,
იოლად დაუძვრა სიკვდილს ხელთაგან,
სწუხს იმაზე, რომ თავის გადაპარსვა მოუხდა.