Litclub.ge

* * * ჩემს ერთ მეგობარს
ჩემს ერთ მეგობარს,
მთიანი ალბიონისკენ რომ გაუწია გულმა
და თოვლიანი კურორტისკენ გახარებულმა გაუტია,
სადაც მავანნი, თხილამურებზე დგომით წუხილს იქარვებენ
და სიცოცხლის ხალისი ემატებათ,
გაუკვირდა,
ერთი კვირის შემდეგ დაბრუნებლს
და მზისგან ოდნავ სევდანარევად გარუჯულს
რომ ვუთხარით:
სახე გაქვს ნაინფარქტალის,
თუმცა შემდეგ სიცილმა შეიპყრო და მოგვიყვა
თუ დღეში ერთხელ, ამ სიმწრის ფულით ნაქირავები სახლიდან
როგორ გამოიძურწებოდნენ ხოლმე უჩუმრად,
თითქოს ეშინოდათ ზვავი არ ჩამოწვესო,
არყის საყიდლად
და ერთ კვირაში ოც ბოთლ არაყს
როგორ მოუღეს ბოლო.