Litclub.ge

* * * ჩემი ლექსი გარითმული სტროფია
ჩემი ლექსი გარითმული სტროფია
შაშვს მაგონებს შიშისაგან ანაფრენს
არ დევს შიგნით რთული ფილოსოფია
და საერთოდ არ ამტკიცებს არაფერს
არ გეგონოთ მისტიკა და მაგია
და რადგანაც დრო სულ გარბის არ იცდის
ჩემი ლექსი ჩემი ამხანაგია
ჩემს ტკივილს რომ ჩემთან ერთად განიცდის