Litclub.ge

* * * ლექსად მინდა აგიღწერო ეს ყოფა
ლექსად მინდა აგიღწერო ეს ყოფა
სურათი რომ დაიხატოს ნათელი
და თუ ნიჭი პოეზიის მეყოფა
ვცადო დავახასიათო ქართველი
თანაც რადგან მჯერა არ ვარ უვიცი
თუკი ვიტყვი გაბედულად სიმართლეს
მითუმეტეს რა ფორმით ვთქვა თუ ვიცი
ბევრ საკითხებს მჯერა მოვფენ სინათლეს
საქართველო არის გამონაკლისი
ძველი როგორც ვაზის წნული გოდორი
არაბების ბუდე გახდა პანკისი
იბომბება ჰაერიდან კოდორი
სახელმწიფო სათავესთან მიმჯდრები
ქვეყნის იღბალს განაგებენ მდიდრები
და საცოდავ არაფრის მქონ ღარიბებს
უწესებენ საარსებო ტარიფებს
ვინც პატრონობს უზარმაზარ ქარხანას
თუმც ამდენ ფულს არც კი იცის რა უყოს
ის არა სცნობს მეგობარს და ამხანაგს
და არ უნდა ვინმეს ლუკმა გაუყოს
გასაჭირის დრო დაუდგათ დღეს მასებს
სახლში სტუმარს ვეღარ ეპატიჟები
საგიჟეთშიც ვერ უხდიან ხელფასებს
და ქუჩაში გამოყარეს გიჟები
მინისტრებიც ვეღარაფრით გამოძღნენ
და ქვეყანა ასეთ ლაფში ჩაძირეს
იმდენს ხედავ ნაირ-ნაირ ნაძირლებს
ვერც მიხვდები რა სოროდან გამოძვრნენ
მეცნიერი აქ ჭამს უნდა ნახო რას
ხელოვანიც ჭირში ცხოვრობს მაგარში
ირგვლივ რამდენს დაინახავ მათხოვარს
ურცხვად როგორ იქექება ნაგავში
თან ისეთი ღმერთმა მოგვცა მთა-ბარი
რომ ჩვენ შრომით მოყვანილი ნაყოფი
იმდენია ირგვლივ სათოხნ-საბარი
იქნებოდა ყველასათვის სამყოფი
ჩვენ კი ჭირი შეგვეყარა რაღაცა
ანუ წოლა მხართეძოზე გვახარებს
და ცხოვრებამ ისე გაგვაზარმაცა
ველოდებით ან დავეძებთ დამხმარებს
ვერიდებით ვიშრომოთ და ვიწვალოთ
სახლში აბა მუქთად ვინ რას მოგვიტანს
ოცნებაში მხოლოდ ფული ვითვალოთ
კიდევ კარგი ღმერთი ამდენს რომ გვიტანს
და არ დასვა ჩვენზე უკვე წერტილი
ორ ზღვას შუა ვყევართ გამოკეტილი