Litclub.ge

* * * დაგვიფარე საქართველოს ცაო
დაგვიფარე საქართველოს ცაო
მზეო თვალი გაახილე ცხრაო
ასე შევიწროვებულებს რუქით
სულში ღამე გაგვინათე შუქით
აგვარიდე ჭექასა და ქუხილს
და სიკვდილზე უსარგებლო წუხილს
გადმოგვხედე საქართველოს ცაო
შენ მკვიდრ შვილებს გვამცნე რაღაცაო
რას დაგვცინი დაღებული ხახით
ნუთუ უკმაყოფილო ხარ ხალხით
შველას რომ გთხოვთ დაფჩენილი პირით
ხომ ხედავ რომ სიმწრისაგან ვტირით
გაგვიღიმე საქართველოს ცაო
რატომ გიყვარს ხასიათის ცვლაო
მეტი აღარ დაიფარო ნისლით
ხომ უყურებ დავიღვარეთ სისხლით
ნუთუ ვერ გრძნობ დავიჩეხეთ სეტყვით
სიკვდილის წინ ისევ ამას გეტყვით
რას გვიპირებ საქართველოს ცაო
შევიცვლებით ცოტა დაგვაცაო
თუ ამინდმა დაგვეხმარა კარგმა
დროის მუქთად აღარა ღირს კარგვა
უკეთეს ხალხს სად იპოვი შენ სხვას
ოცნებისთვის ფრთის ცდილობდეს შესხმას
მოგვეფერე საქართველოს ცაო
შენს მიწაზე გვინდა გარდაცვლაო