Litclub.ge

ჯულიეტა მკურნალობის მორიგი კურსის დამთავრების შემდეგ რომეოსკენ იჩქარის...
(ციკლიდან "იქ მიჩიგანთან...")

დღეს მშვენის კოლჰოტკა ბარძაყზე ნაყშებით,
უზადო პეიზაჟს ირეკლავს პარკეტი,
ვია პალაცოზე კვლავ მელის მიჯნური
უბეში შპრიცის და ამპულის პაკეტით.
დავემშვიდობე დისპანსერს გუშინწინ
(მაწუხებს გავაზე სიმსივნე ნანემსრის)
შენ კი მითავაზე ძვირფასი პანღური
დაღლილ-დაქანცულს და ისედაც დაგესლილს.
მერე ეგრევე ხვრინვა ამოუშვი,
მუდრეგო, საწოლში ვერა ხარ ძლიერი;
თუმცაღა, რას გერჩი კაეფში გაშოტილს,
არც მე მაქვს ვენერას ხოში და იერი,
ასე სჯობს: - მუთაქა ჩავიდოთ შუაში,
რა გზაა, - განთიადს შევხვდები მარტოკა;
როგორც ჩანს, იგიჟა წუხელის გემოზე,
ეს წუწკი ჯენტლმენი თავსაც ვერ ატოკებს.
ვაბოლებ, ტუმბოზე თვლემს ბიუსტჰალტერი,
სირჩაში მაცდურად გიზგიზებს არაყი;
- თქვე ჩემის კვინტრებო, ფეხებზე მკიდიხართ,
ეგ თქვენი აკლდამა ფურთხადაც არა ღირს!