გამათავეს.
მე დღეს დავმთავრდი.
რომ მცოდნოდა ასე უგემოვნო ვიყავი,
თავიდანვე,
დაბადებისთანავე...
ისეთები მეხებოდნენ...
თითებით,
სუნთქვით - ცხელით და ძალიან მლაშე სითხით მასველებდნენ.
დამაფერფლეს რამდენჯერმე და სული შემიბერეს.
რომელიღაც სიტყვა მომიკვდა...
ერთმა ქალმა პოპულარული მიწოდა ერთ კაცთან...
როგორ მაქო და მერე მკლავებში ჩაუვარდა.
მე კი სადღაც, იატაკზე, თუ საწოლის ქვეშ...
ორი დღე ვფიქრობდი პოპულარობაზე.
ვიდრე არ გამყიდეს.
იაფად.
დავკარგე დასაწყისი და ვეღარ გავიხსენე ვინ ვიყავი.
მერე ტანიც რაღაცისთვის გამოიყენეს.
დავრჩი სარჩევი.
პოპულარული და თან უგემოვნო.
ასე დავმთავრდი.