მე ვარ დიდი სახლის პატარა დიასახლისი
და მე გარდავიცვლები შენს მოლოდინში გაზაფხულო.
თებერვლის უხმო ანაბეჭდი შენი ჩანასახია,
რომელიც უნდა იმშობიარო.
გაზაფხულზე ჩემს სახლს აქვს:
ოთხი ფანჯარა,
ორი კარი და საკვამური.
და მე ვარ დიდი სახლის პატარა დიასახლისი,
რომელსაც ეძებენ, ეძებენ და პოულობენ გაზაფხულობით.