Litclub.ge
ვან ვეი
ჩინის მხატვარი დახატავს
ჯუჯა ხეს, წელში მოხრილს...
იმ ხის ქვეშ შენი სავანე:
შენი ბამბუკის ქოხი...
და შენი გული: ღიღინით
და ღვინით მონაოხი...
ცხოვრება განდეგილისა:
მდორედ მავალი , ლოხი...
დაემსგავსება პოეტი
ჯუჯა ხეს, წელში მოხრილს..