Litclub.ge

ტაძარი
მთვარეს ეფარებიან აქ ქარებით ზარები
დინოზავრის კვერცხებზე ჩნდება დიდი ბზარები
ღრუბლებში იზორბები სად ქორი და ორბია
ვარსკვლავები, ბავშვები, სიზმრები გამორბიან

შენსკენ მოფრინდებიან დიდი თეთრი მტრედები
უფსკრულების ლოცვები, კრულების იმედები

მთვარეს ეფარებიან აქ ქარებით ზარები
დინოზავრის კვერცხებზე ჩნდება დიდი ბზარები.