Litclub.ge

ეპიტაფია
ვიცან, გალაკტიონ, შენში აკტეონი.
გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ტ ა ბ ი ძ ე

გარდამხდა გარდასახდელი,
ანი,
ბანი და
განი და...
საჩინო იქმნა ყოველი
მთელი სიგრძით და განითა.
ჩემმა დაზრდილმა ლეკვებმა
მდიეს,
მდიეს და
მდიესო,
ხანი არ მომცეს შვებისა,
არცა რა მაპატიესო,
ცოცხალს რომ ვერა დამაკლეს,
სამარის კართან მძლიესო,
როცა ქვა გულზე დამადეს,
უკვდავად მიმიჩნიესო.