ზღვა ირხევა,-
ნაკეც-ნაკეც ათამაშებს ზვირთთა ნავებს,
ზეგაწოლილს ჩემს მაგარ ტანს,არხევს,არწევს,აქანავებს.
მზე ტანს იბანს,-
ცხელი თითით აგზნებს,მიშლის თმის დალალებს,
ტალღის ნელი პეშვით მკოცნის,უხვად მაყრის სისხლის ალებს.
ვერთვი თვლემას,-
ნელინელ თვალს ენისლება სიზმარეთი.
აღარ მახსოვს,თუ ვინა ვარ,ზღვის ტვალი თუ მზის ნაკვეთი.
ტანს მეხვევა
ვაჟი ვიღაც,ლაღი,შმაგი,უხვი,ვრცელი:
ტკბილი ვნებით იკეცება ჩვენი ქაფის სარეცელი.
თვალს ავახელ,-
ეს რა არის?!თითქო გვერდით არვინ სჩანდეს!
და ვით შეშლილს მეწყურება დაბრუნება იმა ლანდის.
ტალღა ტალღის
შლის ნატერფალს,ზვირთნი ჰქმნიან ახალ ნავებს,
და ხალალასი ზღვა მარადის ჩემს თანს ზანტად აქანავებს.