მკვდარი კაცი არ დაგაცლის სიცილს,
მკვდარი კაცი გაგიფანტავს ძილს.
ცივი ხელით, როგორც სიზმარს,
კანს გაგაცლის -
ცვილის მონა, ჯარისკაცი ცვლის.
მკვდარი კაცი არ დაგიწყებს ლაციცს,
აწევს მაღლა გაქვავებულ თითს,
ცაზე მთვარეს შემოხაზავს ცარცით -
საკუთარი სხეულივით ცივს.
ცაში ცქერას არ დაგაცლის კაცი,
ვისაც ხელში უკავია ცელი,
მას აცვია მოსასხამი მკაცრი,
მან მოუშვა საოცარი წვერი.
ის ცხელ კვალზე გააციებს კოცონს -
სწრაფად ჰკოცნის უსიცოცხლო ხელებს,
მას ცხედრების მდუმარება მოსწონს -
ის ამხნევებს სარკოფაგის მცველებს!
მკვდარი კაცი დაემსგავსა არწივს,
მკვდარი კაცი გაგვიფანტავს ძილს -
ცივი ხელით, როგორც სიზმარს,
კანს გაგაცლის -
ცვილის მონა - ჯარისკაცი ცვლის...