Litclub.ge

მხოლოდ ასეთი
თან აღარ დამაქვს სურათი შენი,
მაგრამ სრულებით არ შევიცვალე,
ვერ მომერია ცვლილების სენი,
ოდნავ დამღალა ღამის სიმთვრალემ.

ნაცრისფერ დილას ფანჯრიდან ვხედავ,
სიმჟავე, ჩაი, ძველი გაზეთი,
და გამაჩინა ასეთად ღმერთმა
და მინდა ვიყო მხოლოდ ასეთი.

ის დილაც მახსოვს როცა წახვედი,
ის ბროლისფერი ნოემბრის ნისლი,
დამამახსოვრდი მხოლოდ ასეთი,
ახლა იყავი თუ გინდა სხვისი.