Litclub.ge

ვის უნახავს სამშობლო საქართველოში
საქართველოსკენ ოცნებაში ყველანი მივქრით
და ყველას გული სამშობლოთი მოკონილია.
ნეტავ რა არის საქართველო თქვენის ნაფიქრით -
სინამდვილეა, თუ ტყუილად მოგონილია.

რადაა საქართველო მარტო გესლი
და მარტო ხიდი,
ან - მისი თესლი
ნათრევი და ხიდზე ნაყიდი.

საქართველო ნისლია და ბურუსი.
ეროვნული სიტყვაა - ღალატი.
იქნება ერეკლემ იძმო რუსი,
რომ ჩაეცვა უცხო ხალათი.

საქართველო უცნაურია
საუკუნეთა დენაში.
იქნებ რუსთაველიც იყო ურია
რომ გაიქცა პალესტინაში.

რა ვქნათ, საქართველო რომ გვაწუხებს
და ჩასობილია ყველაში.
გვიჭერს სიყვარულის მარწუხებს,
მაგრამ -
ვის უნახავს სამშობლო
საქართველოში.