Litclub.ge
ქალია დილა
ქალია დილა,
მიწა - ქალი
საღამო - ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, - ასე მგონია:
მე რო მიყვარს, -
მართმევენ იმ ქალს.