Litclub.ge

ნამდვილი ამბავი
ძალიან მომდგამს უიღბლობა.
შევნატრი იღბლიანთ:
თუკი სხვები ღრუბლების ცქერისას
ხედავენ:
ფანტასტიურ არსებებს,
კოშკებს ოცნებისას,
საყვარელ ქალის თუ კაცის სახეს
და თვით ღმერთსაც კი -
მე - გატანჯულმა ადამიანმა
ერთხელ მოლურჯო-ტყვიისფერ ღრუბლებში
ვიხილე პროფილი ლ. ი. ბრეჟნევისა -
ჩამავალ მზის სხივით განათებული.