Litclub.ge
შეძახილი
სანამდის გადამწიფებულ და
ნიავის ოდნავ შერხევაზეც კი
ძირს ჩამოსაყრელ თუთასავით დაგინახავდი,
ხომ არაფერი მითქვამს მე შენთვის.
აი ეხლა კი,
აი ეხლა კი შენ გენაცვალე
თუთასავით ქარლოდინა
ჭროღა კერტებში.