ეს სწორედ მულტფილმი გახლავთ. ქალის ლიფების მოძრავი კოლაჟი.
მუშა, რომელიც სათამაშო ცხენის თვალებს ღებავდა -
და ჩინელი ვუნდერკინდი, მწერთა შემგროვებელი.
წინა რიგებში ხელები ასწიეს მისალმების ნიშნად,
როცა "ყაჩაღის ბალადა" დაიწყო.
სცენაზე ცხვრის მოჭრილი თავი მიამაგრეს.
ინჟინერი მწვალებლურ სიმღერას მღეროდა
თავის ბავშვობასა და დროით გაუხეშებულ კანზე.
ეს სამყარო შემინულია და მინა თოვლით იფარება.
4 თებერვალი, 88.