Litclub.ge

* * * რასაც ვაკეთებ
რასაც ვაკეთებ - ცხოვრების ჩათვლით, ესაა:
ყველაფრის წყურვილს,
ანუ სიმშვიდეს ვიკლავ.
იმდენი მელანი მაქვს
დასახარჯი,
რომ ცარიელი ფურცლიდან
არ ჩამოვდივარ,
ვბორიალობ მარცხნიდან მარჯვნივ.
თუ ვერ შემიცნობს,
ქაღალდის ჩიტებად ვაქცევ
ამ ფურცლებს,
ისევ ჩემთან რომ ბრუნდებიან,
რადგან მე და ჩემი შვილებიც
ერთმანეთში ვძვრებით ხოლმე,
თავი რომ გავიტანოთ.
ადამიანებიც მეფურცლებიან,
იმდენი სიტყვა აქვთ,
პირდაპირ მაწობენ თავიანთ მელანში
და ამას ურთიერთობები ჰქვია.
მაგრამ მე რაც არ მასვენებს,
ის ადამიანებზე მეტად
ცარიელ ფურცელს წაეკიდება -
აქედან ცას ჩემი ცეცხლის ენით შევწვდები.