Litclub.ge

ომარას რითმიანი წერილი იმირას
(იმირ მამედლის)

დღეს პოეტებს წასულებსაც კი აღარ სწყალობენ, იმირა!
ნაღდად წასულებზე ვამბობ და არა, ისე, მე და შენ რო წავედით - იმირა და ომარა...
იმირა...
ჰე, ჰეე, იმირა!...
დღეთა საფქვავი თანდათან ჩქარა გასდის ჩვენი ცხოვრების ხვიმირას
და...
ნახე!
ჩვენ თავზეც როგორ ჩამოითოვლა და ჩამოიწვიმირა?!
დრო არ ანსხვავებს იმირას და ომარას!
და ვიდრე არ ჩამოცლილა ჩვენი სიცოცხლის ტომარა (ან ხვიმირა),
მე, ომარამ , ეს უნდა გკითხო შენ,იმირას:
ვთქვათ და შენ ყოფილიყავი ომარა
ხოლო მე,ომარა, რო ვყოფილიყავი იმირა,
ანუ ღმერთს შენთვის რომ მოეცა ჩემი დღეების ტომარა
ალაჰს კი ჩემთვის - შენი დღეების ხვიმირა,
ხომ შეიძლებოდა, რატომ არა?..
ეჰ!..
ხუმრობა მინდოდა იმირა, ჰო, მარა... არა...
არ გამომივიდა... ვერა ვარ ხუმარა...