სხვისი არ გეგონოს, სწორედ რომ შენია,
ამ ცოდვილ სტროფებში შთანთქმული გენია,
მითხარი სიცოცხლევ, ნუთუ არ გტკენია?
ნუთუ არ გწყენია? ნუთუ არ გრცხვენია?
ვერავინ ჩასწვდება შენს გარდა სრულიად,
ამ სევდას უჩუმრად რამდენი უვლია,
რამდენი რულია, რამდენი თქმულია,
რამდენი წყლულია და რარიგ რთულია...
ირწმუნო, როგორაც ვირწმუნე გაგებით,
მე შენი სიმართლის ზღაპრული ჰანგები!