Litclub.ge

ჰამლეტი
მთვარით _ უმწარეს ღვინით _
გადამთვრალს,
ცით _ შეღამების ფერით _ გალეშილს,
შესცივდა _ თითქოს ლხინი დამთავრდა
ბედნიერების ნათელ მხარეში.
ან ცის საუნჯე ვინმემ გაძარცვა,
სხივთა საუნჯე, უბნელეს ხელით...
და... ოფელიას _ გამქრალ პატარძალს _
პრინცი ნაპირზე ამაოდ ელის...