Litclub.ge

ჟან ბოდრიარის „ტრანსპოლიტიკისა“ და ქართული პოლიტიკური სპექტაკლის შეხვედრის ადგილი
პოლიტიკის დასასრული

თანამედროვე სისტემების აღწერისას ფრანგი ფილოსოფოსი, ჟან ბოდრიარი ტერმინ „პოლიტიკა"-ს ტერმინ „ტრანსპოლიტიკით" ანაცვლებს. იგი თვლის, რომ თანამედროვე აზროვნებამ მეტად აღარ უნდა გამოიყენოს ტერმინი - „პოლიტიკა", არამედ - „ტრანსპოლიტიკა", რომელიც მის ადგილს იკავებს.
ლათინური თავსართი trans-ი აღნიშნავს რაიმეს გადა-კვეთას, რაიმეს გადაღმა, ფარგლებს გარეთ არსებობას. მაგრამ წარმოიშობა აქვე კითხვა - ის ტერმინი, რომელიც მეორე ტერმინის კონკრეტული შინაარსის ფარგლებს გარეთ გასვლას გუ-ლისხმობს, რატომ უნდა იქნას გამოყენებული მის ნაცვლად? ეს ერთადერთი შესაძლებელია მაშინ, თუკი წინა ტერმინის შინაარსით გამოხატული საგანი უკვე აღარ არსებობს, თუკი იმ ტერმინში ასახული რეალობა გაქრა, დასრულდა.
მაგრამ რას ნიშნავს პოლიტიკის დასრულება?
როგორ უნდა გავიგოთ ეს მოვლენა თანამედროვე სამყა-
როში?
ჟან ბოდრიარი წიგნში „ბოროტების გამჭვირვალობა" (1990 წ.) წერს: „არაფერი (არც ღმერთი) აღარ ქრება საკუთარი დასასრულის ან სიკვდილის მიღწევით; გაქრობა ხდება გამრავლების, დასენიანების, გაჯერების და გამჭვირვალობის, გასავათებისა და მოსპობის, თვალთმაქცობის ეპიდემიის შეყრის, მეორად - თავის მოჩვენებით არსებობაში გადასვ-ლის გზით." (გვ.9)
ტერმინ „ტრანსპოლიტიკაში" იგულისხმება, რომ პოლი-ტიკა მოჩვენებით, მეორად არსებობაშია გადასული. მას არსებობა კი არ შეუწყვეტია და ამ სახით კი არ გამქრალა, არამედ უფრო ფარულ, თვალთ-მაქცურ არსებობას განაგრძობს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკა, როგორც რეალური ფენომენი თავისუ-ფლდება თავისი იდეებისაგან, კონცეფციებისაგან, თავისი არსებისაგან, ღირებულებისაგან, თავისი წარმომავლობისაგან და დანიშნულებისაგან და ადგება უსასრულო თვითწარმოების გზას. თითქოს ყველაფერი განაგრძობს ფუნქციონირებას, მაშინ როდესაც არსებობის საზრისი გაქრა. პოლიტიკური სფერო განაგრძობს ფუნქციონირებას საკუთარი შემადგენლობისადმი სრულ გულგრილობაში. ავტო-რი აქ დასძენს: „პარადოქსი იმაშია, რომ ასეთი ფუნქციონირებით სულაც არ ზარალდება იგი, არამედ, პირიქით - ხდება სულ უფრო სრულ-ყოფილი" („ბოროტების გამჭვირვალობა" გვ. 12). ეს არის დიდი საზოგადოებრივი აგრეგატი, რომელიც მუშაობს თითქოს „ცარიელ სიჩქარეზე". ანუ პოლიტიკიდან დიდი ხანია გაქრა იდეები, მაგრამ პოლიტიკური მოღვაწეები კვლავ განაგრძნობენ თავიანთ თამაშებს. ეს არის პოლიტიკის ფორმალურ-ცარიელი თამაშები, როდესაც მისი მოქმედი პირები სრულებით გულგრილნი რჩებიან საკუთარი „ფსონებისადმი". მათ არ აინტერესებთ იდეები, მათი განხორციელება-არგანხორციელება, აინტერესებთ მხოლოდ კარიერული თამაშები: შეჯიბრი, წინსვლა, გამარჯვება, დამარცხება. აღარ არსებობს პოლიტიკური ავანგარდი, რომელიც გარდაქმნისა და ცვლილებების იდეების ძალით შემძლე იქნებოდა კრიტიკა ეწარმოებინა. პოლიტიკა მთლიანად მოჩვენებით არსებობაში გადადის. იგი იქცევა სპექტაკლად, რომლის აღარავის სწამს. ამ სპექტაკლს უკან არავითარი იდეათა ჭიდილი არ იმალება. ყველაფერი ცარიელი თამაშებია, სადაც აღარ არსებობს რეალური პოლიტიკური პროცესები. ბოდრიარი ასკვნის: „ყოველივე ამის შედეგად მივიღეთ სრული გაურკვევლობა და შეუძლებლობა იმისა, რომ კვლავ დავეუფლოთ საგანთა პოლიტიკური განსაზღვრის პრინციპებს". („ბორ-ოტების გამჭვირვალობა"გვ. 18) „ჩვენ ვსახლობთ ტრანსპოლიტიკურში, სხვაგვარად - პოლიტიკურის ნულოვან ნიშნულზე, რომელიც მისი კვლა-ვწარმოებისათვის და უსასრულო სიმულაცი-ისათვისაა დამახასიათებელი" („ბოროტების გამჭ-ვირვალობა"გვ. 19). და რადგანაც არ არსებობს ორიგინალური პოლიტიკური სტრატეგიები, აღარ ხდება სოციალური ურთიერთობების გონიერი, სწორი მართვა. სახელმწიფო კარგავს თავის სოციალურ არსს. სახელმწიფო „აღარ ფუნქ-ციონირებს პოლიტიკური ნების შესაბამისად, არამედ მას მართავს შანტაჟი, დაშინება, თვალთმაქცობა, პროვოკაცია ან საჩვენებელი პრობ-ლემები." „ის იგონებს პოლიტიკას, რომლისთვისაც გულგრილობაა დამახასიათებელი."(„ბოროტების გამ-ჭვირვალობა"გვ. 117)

კულტურული „ბულიონი"

ეს არის პოლიტიკის დასასრულის ერთი ასპექტი, რომლის მეორე ასპექტიცაა პოლიტიკის ყველგან და ყველაფერში შეჭრა. ფრანგი პოსტმოდერნისტის აზრით, დღეს პოლიტიკა შეიჭრა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში: ბიზნესში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, სპორტში, სექსში. ყველაფერი გახდა პოლიტიკური. პოლიტიკა შეიჭრა სხვა სფეროებში იმდენად, რამდენადაც ისინი კარგავენ თავიანთ სპეციფიკურ ხასიათს და „აღრევისა და დასენიანების ერთიან პროცესში ხდებიან ჩათრეულნი". თანამედროვე სამყაროში ეკონომიკა გახდა ტრანსეკონომიკა, ესთეტიკა - ტრანსესთეტიკა, სექსუალურობა - ტრანს-სექსუალურობა . მათგან თითოეული სფერო, როგორც პოლიტიკის სფერო, თანაბარი ხარის-ხითაა შეპყრობილი, დაავადებული „ჯაჭვური რეაქციით," შემთხვევითი და უაზრო გამრავლებით, მეტასტაზირებით". („ბოროტების გამჭვირვალობა" გვ. 14).
რას ნიშნავს წარმოდგენილი სფეროების ურთიერ-თდაინფიცირება? ეს ნიშნავს, რომ სფეროები ურთიერთშენაცვლებულია, „ჟანრები აღრეულია". ანუ სექსი დღეს არსებობს არა მხოლოდ სექსში, როგორც ასეთში, არამედ მის ფარგლებს მიღმა, რომ პოლიტიკა აღარაა მეტად კონცენტრირებული პოლიტიკაში და ეხება ყველა სფეროს: ეკონომიკას, მეცნიერებას, ხელოვნებას, სპორტს. სპორტიც გავიდა სპორტს მიღმა და იგი ბიზნესშიცაა, სექსშიცაა, პოლიტიკაშიცაა. სპორტის ასეთი გასვლა საკუთარი თავიდან ჩანს იმაში, რომ „ყველაფერი უპირატესობის, ძალისხმევის, რეკორ-დის, ინფანტილური თვითგადალახვის სპორტული კოეფიციენტითაა გაჟღენთილი." შედეგად ჩვენ ვღებულობთ ერთიან კულტურულ „ბულიონს", სადაც აღარ არსებობს „დიფერენცირებული ველი" და „განსხვავებული საგნები."
ეს არის „ჟანრთა აღრევის" „კანონი": ყველაფერი სექსუალურია, ყველაფერი პოლიტიკურია, ყველა-ფერი ესთეტიკურია. წიგნში „ბოროტების გა-მჭვირვალობა" ჩვენ ვკითხულობთ: „ყველაფერი, განსაკუთრებით 1968 წლიდან ღებულობს პო-ლიტიკურ საზრისს; ყოველდღიური ცხოვრებაც, სიგიჟეც, ენაც, მასობრივი ინფორმაციის საშუ-ალებებიც, სურვილებიც ღებულობენ პოლიტიკურ ხასიათს... ამავე დროს, ყველაფერი ხდება სექსუალური, ყველაფერი წარმოადგენს სურვილის ობიექტს: ძალაუფლება, ცოდნა... ამავდროულად ყველაფერი ხდება ესთეტიკური; პოლიტიკა გადაიქცევა სპექტაკლად, სექსი - რეკლამად და პორნოგრაფიად" („ბოროტების გამჭვირვალობა" გვ. 16). კულტურული „ბულიონი" ნიშნავს იმას, რომ თითოეული სფერო მიდრეკილია საკუთარი თავის უმაღლესი ხარისხით განვრცობისაკენ. ამით კი, ავტორის აზრით, კარგავენ თავიანთ სპეციფიკას და ყველა დანარჩენში განზავდებიან. ეს არის საგანთა პარადოქსალური მდგომარეობა, როდესაც უარყოფა და ლიკვიდაცია სიჭარბითა და საკუთარ ფარ-გლებს მიღმა გაფართოებით მიიღება - „trans". „მაგრამ, როდესაც ყველაფერი პოლიტიკურია, მაშინ უკვე აღარაფერია პოლიტიკური, თავად ეს სიტყვაც ჰკარგავს აზრს. როდესაც ყველაფერი სექსუალურია, მაშინ უკვე აღარაფერია სექსუალური, და სექსის გაგება შეუძლებელია განისაზღვროს; როდესაც ყველაფერი ესთეტიკურია, აღარაფერია არც მშვე-ნიერი და არც საზიზღარი, ამ დროს ხელოვნებაც კი ქრება" („ბოროტების გამჭვირვალობა" გვ. 17). ხელოვნება ქრება არა ამაღლებულ იდეალი-ზაციებში, არამედ ყოველდღიურობის სრულ ეს-თეტიზაციაში. ხელოვნება გაქრა მაშინ, როდესაც ყველაფერი ბანალური გახდა ესთეტიკური. ხელოვნება ამ დროს განზავდა ბანალურობის ტრანსესთეტიკაში. „აღარ არსებობს ესთეტიკური ტკბობისათვის და მსჯელობებისათვის ოქროს სტანდარტი" („ბოროტების გამჭვირვალობა" გვ. 24) ამ ქაოსში, რაც დღეს ხელოვნებაში არსებობს, შესაძლებელია ესთეტიკის „საიდუმლო კოდის" დარღვევა ამოვიკითხოთ, როგორც სიმსივნე წარმოადგენს ბიოლოგიური ორგანიზმისთვის გენე-ტიკური კოდის დარღვევას.
როგორც ვხედავთ, ტერმინ „ტრანსპოლიტიკას" ჟან ბოდრიარი უმთავრესად ამ ორი ასპექტით იყენებს. ტრანსპოლიტიკაში იგი გულისხმობს პოლიტიკის დასასრულს თანამედროვე სამყაროში, რომელსაც აქვს ორი მხარე, ორი მომენტი. პირველი ისაა, რომ პოლიტიკური აგრეგატი ფუნქციონირებს „ცარიელ სიჩქარეზე" და მოჩვენებით არსებობაშია გადასული და მეორე ის, რომ თანამედროვე კულტურულ სივრცეში მომხდარია „ჟანრთა აღრევა", რომლის შედეგადაც ყველაფერი პოლიტიკაა, ანუ აღარა-ფერია პოლიტიკა.

მეტაფორა - ცარიელი ტრიბუნა

ფრანგი პოსტმოდერნისტი გვთავაზობს ტრანსპოლიტიკის სივრცის მეტაფორულ ხატს, რომელიც ისევ თანამედროვე სამყაროდანაა აღებული.
ტრანსპოლიტიკის სივრცის ხატოვნად ასაღწერად მას შემოაქვს ცარიელ სტადიონზე გამართული ფეხბუ-რთის მატჩის მეტაფორა.
1987 წელს მადრიდში მიმდინარეობდა მადრიდის „რეალისა" და „ნეაპოლს" შორის მატჩი ევროპის თასზე. თამაში მიმდინარეობდა ღამით, სრულიად ცარიელ სტადიონზე, მაყურებლის თანდასწრების გარეშე, რაც საერთაშორისო ფეხბურთის ფედე-რაციის მხრიდან სტადიონის დისკვალიფიკაციის შედეგი იყო. ეს იყო სადამსჯელო ზომა, მიღებული იმის აღსაკვეთად, რაც წინა მატჩში „მადრიდის" გულშემატკივრებმა ჩაიდინეს. ათასობით გულშე-მატკივარი სტადიონის გარშემო იყო შეკრებილი, მაგრამ სტადიონზე შესვლა ყველას ეკრძალებოდა. საფეხბურთო მატჩის ტრანსლირება ხდებოდა ტელევიზიით.
ჟან ბოდრიარი წერს, რომ ეს მშვენიერი ილუსტრაციაა იმისა, როდესაც „თავისი ჩვეული გარემოცვიდან ამოვარდნილი „რეალური" ხდომილებები მიმდი-ნარეობს სიცარიელეში, და დაკვირვებადნი მხოლოდ შორიდან - ტელევიზიით არიან... მოვლენა, რომელზედაც აქ მიდის საუბარი, იყო იმდენად მინიმალური, რომ შესაძლებელია საერთოდ არც ჰქონოდა ადგილი, მაგრამ ეკრანზე მისმა რეპროდუცირებამ მოგვცა მაქსიმალური გარშე-მოწერილობის ხდომილების ეფექტი". („ბოროტების გამჭვირვალობა" გვ. 118). ყველამ მიიღო გამოსა-ხულება ეკრანზე და ამით ის გადაიქცა წმინდა მოვლენად, რომელიც გარემოსთან არავითარ ბუნებრივ კავშირში არაა. გარემოსთან კავშირის არქონა, ბუნებრივ რეალობაში ჩაურთველობა ხდის მას „სინთეზირებული გამოსახულების" ეკვივა-ლენტად. როდესაც გარემოზე ყოველგვარი მინიშნება გამქრალია, მაშინ არის „მისაღები" იგი ტელეეკრანისათვის. ფრანგი ფილოსოფოსის აზრით „პოლიტიკური მოვლენებიც ერთგვარ ცარიელ სტადიონზე თამაშდება (ასეთია მაგალითად წარმო-მადგენლობითობის ფორმა), საიდანაც განდევნილია რეალური მაყურებელი, რომელიც ძალზე მძაფრი ემოციებისკენაა მიდრეკილი, საიდანაც აღარაფერი აღწევს გარდა განმეორებითი ტელეჩანაწერის, სტატისტიკური კვლევების, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების... ეს სიტუაცია შეგვიძლია შევა-დაროთ იმასთან, რომ თითქოსდა რომელიმე საერთაშორისო პოლიტიკურ ფედერაციას, იმისა-თვის, რომ თამაშების ნორმალური მიმდინარეობა უზრუნველეყო, განუსაზღვრელი დროით განედევნა სტადიონიდან ყველა მაყურებელი. აი, ეს არის ჩვენი ტრანსპოლიტიკური სცენა - სოციალური სივრცის გამჭვირვალე ფორმა, საიდანაც განიდევნენ მოქ-მედი პირები, ეს არის მოვლენის წმინდა ფორმა, საიდანაც გაქრა ყოველი ვნება". („ბოროტების გამჭვირვალობა" გვ. 119-120).
პოსტმოდერნისტი ავტორის აზრით, ტრანსპოლიტიკის, ანუ პოლიტიკის დასასრულის პირდაპირი შედეგია თანამედროვე ტერორიზმი. დღევანდელ ტერორიზმს არასწორად მიაწერენ მის წარმომქმნელ პოლი-ტიკურ, სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ მიზეზებს. იგი კი, თანამედროვე ძალადობის ის სახეა, რომელსაც ფესვები სულ სხვაგან აქვს გადგმული. ესაა აფეთქება სოციალურ ველში, რომელსაც საფუძველი აქვს არა ხდომილებაში, არამედ ხდომილებათა არაარსებობაში. ესაა აფეთქება ტრანსპოლიტიკის შიგნით, როდესაც ფეთქდება პოლიტიკური სიცარიელე. ფეთქდება ის, რომ პოლიტიკური სისტემები, როგორც ჩვენ აღვწერეთ, აღარ ფუნქციონირებენ პოლიტიკურ ნებათა შესა-ბამისად, არამედ მათ მართავთ შანტაჟი, გათა-მაშება, პროვოკაცია, შეთხზული პრობლემები; რომ რეალური პოლიტიკა გაქრა პოლიტიკურ ფსევ-დოამბებში, ფსევდომოვლენებში, საიდანაც განდევნილია მაყურებელი, ვნება. როდესაც ჟან ბოდრიარი ცარიელი სტადიონის მეტაფორას გვიხატავდა, მან აღნიშნა, რომ ეს არის „ჩვენი სამყაროს ტერორისტული სუპერრეალიზმის კარგი ილუსტრაცია." („ბოროტების გამჭვირვალობა" გვ. 118). ცარიელი სტადიონიდან ტრანსლირება ასევე ტერორიზმის არსებობის ადგილსაც გამოხატავს. ტერორისტული აქტების ეპიცენტრებიდანაც მსოფ-ლიო აუდიტორია განდევნილია და მოვლენა მინიმალური იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ტელეპროდუცირება, რომელიც მას მაქსიმალური გარშემოწერილობის ხდომილების ეფექტს აძლევს. თანამედროვე სამყაროში ტერაქტებისათვის მიმცემი ყველაზე დიდი ძალა არა ასაფეთქებელი ნივთი-ერებებია, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ტელეარხები.
ავტორი ასკვნის: „მომხდარზე ყველა ზნეობრივი რეაქციების მიუხედავად, ის, რაც ჩვენ გვაჯადოებს ამ მოვლენებში, არის ამ მოდელის უმაღლესი ხარისხის აქტუალურობა, ის ფაქტი, რომ ისინი, როგორც სარკეში ისე ასახავს ჩვენი, როგორც პოლიტიკური საზოგადოების გაქრობას, რომლის დაფარვასაც პოლიტიკური ფსევდომოვლენები ცდი-ლობს". („ბოროტების გამჭვირვალობა" გვ. 118)

ურთიერთშედარებითი სქემა

მაშასადამე, ჟან ბოდრიარის ფილოსოფიის მიხედვით ჩვენ შეგვიძლიაY ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ პოლიტიკა და ტრანსპოლიტიკა, სადაც ტრანსპოლიტიკა პო-ლიტიკის დასასრულს წარმოადგენს. მათი სივრ-ცეების სქემატურად დასახასიათებლად გთავაზობთ ნახაზს:

როგორც ჩანს, იქ, სადაც რეალური პოლიტიკა არსე-ბობს, დემოკრატიის რეალიზმის თვალსაზრისით სახეზე შეიძლება სამი შესაძლებლობა წარმო-გვიდგეს. პოლიტიკური სივრცე ამ რაკურსით შეიძლება დახასიათდეს, როგორც ღიად ანტი-დემოკრატიული, შეფარულად ანტიდემოკრატიული (რომელსაც თავის მოსაჩვენებლად ფსევდო-დემოკრატიული საბურველი აქვს გადაკრული) და რეალურად დემოკრატიული. ტრანსპოლიტიკური სივრცე კი, არც ერთ მათგანს არ შეიცავს, არამედ ხასიათდება მხოლოდ ისეთი ფსევდოდემოკრატიით რომელიც არაფრის დამალვის საბურველი არაა, რომელიც არ ფარავს სიღრმეში რეალურად არსებულ ანტიდემოკრატიას, არამედ ფარავს მხოლოდ იმას, რომ მის უკან არაფერია, რომ პოლიტიკა გაქრა ფსევდოპოლიტიკურ ფსევდო-მოვლენებში. პოლიტიკურ სივრცეში ფსევდო-დემოკრატია იმისთვისაა წარმოქმნილი, რომ დამალოს ის ფაქტი, რომ სინამდვილეში ადგილი აქვს ანტიდემოკრატიას, რომ ტოტალიტარული ან ავტორიტარულია რეალური პოლიტიკური რეჟიმი. ხოლო ტრანსპოლიტიკის სივრცეში ფსევდო-დემოკრატია იმისთვისაა წარმოქმნილი, რომ დამალოს ის ფაქტი, რომ სინამდვილეში ადგილი აქვს პოლიტიკურ სიცარიელეს, რომ რეალური პოლიტიკური განზომილება აღარ არსებობს, რომ ის გაქრა.

ქართული სპექტაკლის მხიარული სინამდვილე

თუკი ჟან ბოდრიარი დასავლურ საზოგადოებებს ტრანს-პოლიტიკის სივრცეში ათავსებს, ჩვენ გადაჭრით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ქართული საზოგა-დოება პოლიტიკის სივრცეშია. ბოდრიარისეული ტრანსპოლიტიკის საზოგადოებებთან შედარებით ჩვენს საზოგადოებაში სხვა რიგის პრობლემები დგას. ჩვენი საზოგადოების უმთავრესი პრობლემა ის კი არაა, რომ პოლიტიკური სინამდვილე გაქრა, და გადავიდა მოჩვენებით არსებობაში, არამედ ის, რომ დემოკრატიაა ფსევდოდემოკრატიული, მოჩვე-ნებითი, რომლის უკან რეალური პოლიტიკური განზომილების ანტიდემოკრატია იმალება. რომ ჩვენთან პოლიტიკური სიცარიელე კი არ არის, არამედ ავტორიტარიზმია, ტოტალიტარიზმის საგრძნობი ნიშნებია, რომელიც რა თქმა უნდა რეალური პოლიტიკური განზომილების კუთვნი-ლებაა. ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად არსებობს ვნებები, სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებები, იდეები, რომლის მიმართაც გულგრილები არ რჩებიან, რაც უცხოა ტრანსპოლიტიკისათვის. ქართულ პოლიტიკაში მაყურებლები არ არიან „განდევნილნი ტრიბუნებიდან", მაგრამ სტადიონზე ფეხბურთის მაგივრად რაგბს თამაშობენ. ანუ მოჩვენებით ფეხბურთს, რომლის დროსაც შეფარვით რაგბის ილეთებს იყენებენ. სინამდვილეში, ფეხბურთის ანტურაჟით, რაგბის თამაშს აქვს ადგილი (ტოტალიტარიზმი დემოკრატიის ანტურა-ჟით).
ჟან ბოდრიარის მეტაფორა რომ გამოვიყენოთ, ქართული პოლიტიკური სივრცე ისეთი სტადიონის მეტაფორით დახასიათდებოდა, სადაც მაყურებლები ტრიბუნებზე სხედან და არავინ არ არის განდევნილი მატჩიდან. სახეზეა ყველა ვნება, გარემო რეალურია და ბუნებრივი. მატჩი მიმდინარეობს. თითქოს ყველა-ფერი წესრიგშია, მაგრამ სპორტსმენები, ანუ პოლიტიკოსები მინდორზე თამაშობენ არა ფე-ხბურთს, არამედ რაგბს. არადა გამოცხადებულია, რომ საფეხბურთო ჩემპიონატია (დეკლარირებული დემოკრატია). და თანაც ისე, რომ მაყურებელს მოაჩვენონ, რომ ეს ფეხბურთია და რაგბთან არავითარი კავშირი არა აქვს. მაყურებელი კი ღელავს, საფეხბურთო წესების ყოველ დარღვევაზე, ბურთის ხელით ყოველ გატანაზე ყვირის, ილანძღება. და როდესაც გულშემატკივარი შეეცდება მინდორზე ჩამოვიდეს და სპორტსმენებს ნამდვილი და არა მოჩვენებითი ფეხბურთის თამაში აიძულოს, მას პოლიციის საუკეთესოდ შეია-რაღებული ეშელონები აკავებს. მინდორზე მყოფი მსაჯები კი, მიმართავენ ყველას, რომ დამშვიდნენ და უყურონ ფეხბურთს. და ვისაც არ უნდა იმის დანახვა, რომ ფეხბურთის თამაშია და არა რაგბის, ასეთ მაყურებელს დესტრუქციულობაში ადანა-შაულებენ და თამაშის კონსტრუქციული ყუ-რებისაკენ მოუწოდებენ. მაყურებელი კი მაინც არ იზიარებს მსაჯების „ხედვას", ხმაურობს და უსტვენს. ტელეარხები კი უფრო „შორს მიდიან" ვიდრე მსაჯები და ტელე-ტრანსლირებისას კამერების ვირტუოზული გამოყენებით და კადრების სასწაულმოქმედი შეკავშირებით ცდილობენ, რაც შეიძლება საფეხბურთოდ მოგვაჩვენონ მიმდინარე თამაში. და არ გვიჩვენონ არასოდეს ხელით ბურთის გატანის, ჭიდაობა-შერკინებების, ძალისმიერი შეჯახებების კადრები. ან თუნდაც ის მომენტი, რომ მოწინააღმდეგე გუნდი მეკარის გარეშეა დატოვე-ბული.
აი, ეს არის ქართული პოლიტიკური სცენა, განსხვავებით ბოდრიარისეული ტრანსპოლიტიკისაგან. ამ სცენაზე რეალური ვნებებია. ძალზე მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი მხრივ გვაქვს ბოდრიარისეული ტრანსპო-ლიტიკა, ფეხბურთის მატჩი, მაყურებლისაგან დაცლილ სტადიონზე, ფეხბურთის წესების სრული დაცვით, რომელიც საფეხბურთო მოვლენა არაა და მოვლენის სტატუსს მხოლოდ ტელე-ტრანსლირების საშუალებით იძენს და მეორე მხრივ, ქართული პოლიტიკური სივრცე, ფეხბურთის მატჩი სავსე სტადიონზე, რომელიც ტრანსლირების და რეპროდუცირების გარეშეც საფეხბურთო მოვლენაა, მაგრამ ფეხბურთის თამაშის წესების უხეში დარღვევის გამო წარმოიშვება ეჭვი - ეს ფეხბურთის თამაშია თუ რაგბის?
მაშასადამე, სპექტაკლი ორგვარია: პოლიტიკური სპექტაკლი და ტრანსპოლიტიკური სპექტაკლი. პირველ შემთხვევაში დემოკრატიის გათამაშებას აქვს ადგილი, რომ თითქოსდა რეალური დემოკრატია არსებობს; მეორე შემთხვევაში პოლი-ტიკის გათამაშებას აქვს ადგილი, რომ თითქოსდა რეალური პოლიტიკური პროცესები არსებობს. ეს არის ორი სხვადასხვა რიგის სპექტაკლი - ორი სახის ტყუილი და ისინი ერთმანეთში არასოდეს აღირევიან. დემოკრატიის გათამაშება უკვე გუ-ლისხმობს იმას, რომ მართალია არადემოკრატიული, მაგრამ რეალური პოლიტიკური პროცესები არსებობს, არსებობენ ის კონკრეტული ძალები, პოლიტიკური რეალიები, რომლებიც საზოგა-დოებრივ სივრცეში დგამენ პოლიტიკურ სპექტაკლს, სახელად - „დემოკრატიული წყობა". პოლიტიკის გათამაშება კი გულისხმობს იმას, რომ არა დემოკრატიის არსებობაა პრობლემური, არამედ თავად პოლიტიკური განზომილების არსებობაა პრობლემური, გულისხმობს იმას, რომ რეალური პოლიტიკური პროცესები აღარ არსებობს და ამ ფაქტის დასაფარავად მიმდინარეობს ტრანს-პოლიტიკური სპექტაკლი, სახელად - „რეალური პოლიტიკური მოვლენები".
ბოდრიარისეული ტრანსპოლიტიკური სპექტაკლი და-სავლურ საზოგადოებებშია წარმართული, რომლი-თაც საზოგადოება იტყუებს თავს, რომ თითქოსდა რეალურ პოლიტიკურ განზომილებაში აგრძელებს ცხოვრებას, ხოლო ის, რაც ჩვენში მიმდინარეობს პოლიტიკური სპექტაკლია, რომლითაც ხელისუფ-ლება ატყუებს ხალხს, რომ თითქოსდა დემოკრა-ტიულ პოლიტიკურ წყობაში აცხოვრებს მას.