Litclub.ge

შენ აქა ხარ
თეთრი ხელები აშენებენ ყოველი ბავშვის
სათუთ მოგონებას
ერთხელ გულში ჩამწყდარი სურვილის სიმწარით.
როგორც არასდროს ისე ახლოს დგახარ
სიბრაზემორეული
შენი ბავშვობის თვალებახელილი ახალგაზრდობის კიდეში.


შენ აქა ხარ, როგორც ყოველთვის
- ცისფერი მხეცი, ცისფერ სხეულზე.

მზიდან არეკლილი სხივები არწევენ
იმედდათოვლილ აკვანს ჩვენი მოგონებისა.
შრიალებენ წინაპართა სამარხები
არმაზის უკუნეთ ღამეში.

შენ აქა ხარ - სერაფიტა.