Litclub.ge
* * * გარდაიცვალა
გარდაიცვალა,
მიიცვალა,
აღარ არის,
აღარ იქნება,
და მეუბნება ვიღაც ნაცნობი:
"წამო, დავლიოთ!"
გარდავიცვლები,
მივიცვლები,
აღარ ვიქნები,
და ისევ მეტყვის ვიღაც უცნობი:
"წამო, დავლიოთ!"