Litclub.ge

მეექვსე მცნება
ვერცხლის ნამქერზე გველებივით წვანან ჩრდილები,
მოხერის ნოხი მოუხურავს ნაეკლესიარს.
დაკლული ჩვილი, სულგაცლილი, ნედლი ფრჩხილებით,
მოლოქის ხახას - ცეცხლმოდებულს და ეკლებიანს

კაწრავს... ზეცაში ანგელოზის ალტი ატირდა.
მუნჯი კივილი აიწევა, ალბათ, ქრისტემდე.
ჩანან დედები გეას მკერდზე, უმეტანიოდ,
სასფლაოზე აყუდებულ ობელისკებად.