Litclub.ge

*** "შენ ახლა გძინავს"
შენ ახლა გძინავს, სიზმრებში დაჰქრი,
მე კი სარკმელში ვუყურებ ვარსკვლავს.
მიწაზე ყველა სინათლე გაქრა _
ნაღვლიან გულზე ვაკეთებ დასკვნას.
ნეტავ თუ მხედავ, ახლა ძვირფასო,
თუ სიყვარულით მიხსენებ ისევ,
თუ გინდა ცუდად რომ შემაფასო
და ავ ფიქრებსაც უღმერთოდ ისევ?!
... რიჟრაჟი წყვდიადს თანდათან ხიზნავს
და ბნელში შუქი ნედლი ერევა.
შენ დიდი ხანი უმზერდი სიზმარს,
წამით თუ მნახე _ ბედნიერი ვარ!