Litclub.ge

* * * შეხედე წლები როგორ გარბიან
შეხედე, წლები როგორ გარბიან,
ცას შეაბერდა ნორჩი ჭილყვავი.
თვალი და გული ისევ ხარბია,
არ მოაკლდები შენ,
შენს წილ ყვავილს.
ნაზ ხელებს უფრო გინაზებს ვარდი,
რა შეწყვეტს სულში
გრძნობას შენადენს?
და როცა გულში
სათუთად ბარდნის,
სწრაფად მოვირბენ კვლავაც შენამდე.
რომ არ შემცვალე,
გმადლობ, უფალო,
ისევ ისა ვარ, ვინაც ვიყავი.
წლები გარბიან,
მაგრამ უბრალოდ,
ცას შეაბერდა ნორჩი ჭილყვავი.