Litclub.ge
* * * ხელისგულები ეძებენ ქალაქს
ხელისგულები ეძებენ ქალაქს,
შენს სუსტ ცრემლებზე რომ დაეტევა;
ქალაქს,
რომელსაც შეიფარებს პეპელას ფრთები
და ფუტკრის მიერ ატაცებული ყვავილის მტვერი;
ქალაქს,
რომელშიც ყველა ცხოვრობს,
ვინც ჩვენამდე დაბადებულა;
ქალაქს,
რომელშიც სიკვდილისთვის არ გვიმეტებენ.