Litclub.ge
* * * მზე რომ მზეა
მზე რომ მზეა,
წლიდან წლამდე იმეორებს
ერთდაიგივეს.
მე კი დავცქერი
ჩემს წინ მხოხავ მწერს
და ვფიქრობ _
ნუთუ გზა რომელსაც ის გადის,
თავისუფალი და ერთადერთია?