Litclub.ge

დააჩქარე! დააჩქარე!
და ის ვინც გაქებდა...და ის,ვინც გალხენდა,
ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?!
ნუთუ გახდი ისე ცრუ,ბოროტი,მავნე,-
თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე -
თავს მევლება ისე,ვით პეპელას ვარდი,
თითქმის შემიყვარდა,თითქმის შევუყვარდი,
და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობალად...
და დამრჩები მარტოდ,უნუგეშოდ,ობლად...

ეხლაც,როცა თვალი ცრემლითა მაქვს სველი,
შენგან დანავიწყი შენს წერილებს ველი,
ეხლაც! ეხლაც-მეთქი,ის შენი დობილი
ჩემს მაგიდას უზის იდაყვდაყრდნობილი
და ცეცხლისფერ ხმითა ყურში ჩამჩურჩულებს:
''ჩემსავითო,გწამდეს,ვერვინ გიერთგულებს!''
აი,გადაიძრო თავიდან თავშალი,
აი,გადიყარა კოხტად თმა ნაშალი
და ცრემლები თეთრი,და ცრემლები წმინდა
ნელ ამბორის ყოფით ღაწვზე მომიწმინდა...

ჩქარა!ჩქარა!ჩქარა! თორემ შენს მზეს ვფიცავ,
იმ შენს დობილისგან თავს ვეღარ დავიცავ -
საალერსოდ მიწვევს შენსა ლექთამწყობელს
და წაგართმევს ჩემს თავს ,და წაგართმევს მკობელს!
დააჩქარე,გესმის? - დააჩქარე მალე,
თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე -
თავს მევლება ისე,ვით პეპელას ვარდი!
თითქმის შემიყვარდა,თითქმის შევუყვარდი,
და წამიყვანს სადმე მკერდზე მოსაყრდნობლად...
და დამრჩები მარტოდ,უნუგეშოდ,ობლად...