Litclub.ge

დროზე
როცა გულში ბზარი ჩნდება,
როცა სული მწარედ გოდებს,
არ ღირს თავის დარიდება,
ყოფნავ, კარგად ბრძანდებოდე.

როცა მიწის გარინდება
ცაზე უხმოდ აყრის შფოთებს,
დღე თუ იქცა ღამისთევად,
ყოფნავ, კარგად ბრძანდებოდე!

მზე თუ თრთის და არ ინთება,
მას სიცოცხლე ვანდე ოდეს,
ვიდრე ზღვარი გაიდება,
ყოფნავ, კარგად ბრძანდებოდე!