Litclub.ge
* * * როგორც მეცხვარის დიდი ქოფაკები
როგორც მეცხვარის დიდი ქოფაკები,-
ჭკვიანები, უცხოსთან საშიშები,
პატრონისთვის საიმედონი,
ისე ვდარაჯობთ ერთმანეთის სიმარტოვეს...
სულ ეს არის სიყვარული.
მაგრამ სხვებს უკვირთ,
და მეც მიკვირს ხოლმე ხანდახან.