Litclub.ge

* * * ძლივს გავუმკლავდი ლექსებით ავდარს
ძლივს გავუმკლავდი ლექსებით ავდარს,
თავზე გრიგალი მადგა ნამდვილი.
ბარტყს, გადმოვარდნილს ბუდიდან, ჰგავდა
გული, ბუდიდან ამოვარდნილი.

მოვითქვი სული, ავხედე უფალს -
დამთავრდა სრბოლა თავაწყვეტილი.
ღმერთმა ცა მომცა სუფთაზე სუფთა
და ვარსკვლავების მრავალწერტილი.