Litclub.ge

ბულბული ვარდზედ
ბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი:
"ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,
მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი,
მწუხრსა აქეთ აქ ვზივარ, ფურცლებზედა მკონავი!"

ასე ყეფდა ბულბული, ოდესცა ღამე ბნელი
მოიცვამდა ქალებსა, ქრიდა ნიავი ნელი.
და როდ სდუმდა ბულბული, მაშინ აღმოხდა მთვარე,
ვარდმანც მაშინ მოჰფინა სუნნელება მის არე.

მაგრამ მგოსანსა თურმე მოერია გლახ რული.
აღმობრწყინდა მთიებიც და ფრთოსანთ მხიარული
გალობა ყვეს ჰაერში, განაღვიძეს ბულბული:
ნახა ვარდი ფურცვნილი და მყის მოუკვდა გული.

თვალნი ემოსა ცრემლით, გული სევდის საცლმითა,
ფრთა ფრთას ჰკრა და ამაღლდა, მსტვინავი და ლმობის ხმითა.
უხმო ყვოელთა სირთა: "მოდით და შემოკრბითა,
მისმინეთ, შემიბრალეთ, ვის მივმართო წყლულითა?"

განთიადის ღამედმე შევფრინვიდი კოკრობას,
არ ვზოგავდი სიცოცხლეს, უძილობას, გალობას;
მქონდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას:
მსურდა გაშლა ვარდისა, არ ვფიქრობდი დაჭკნობას".