Litclub.ge

* * * როგორ ამოხსნი ცხოვრების საზრისს
როგორ ამოხსნი ცხოვრების საზრისს,
ბებერი სოფლის ბებერო მაცნევ,
ისმის ყაყანი ამაო ბაზრის, -
როგორ ამოხსნი ცხოვრების საზრისს.

დაბერავს ქარი, გასაცრელს გაცრის,
გაუძელ, გულო, სანამდეც გაძლებ! -
როგორ ამოხსნი ცხოვრების საზრისს,
ბებერი სოფლის ბებერო მაცნევ....