Litclub.ge
რომ ჩავალ...
აბა, იგი რა გულია,
თუ შიგ ჩიტი არა მჯდარა,
ჩიტის ფრთებით მოხატულა
ჩემი გულის კარ-ფანჯარა.
უსტვენს ჩიტი,
უსმენს გოგო
გაზაფხულის
ავან-ჩავანს.
როცა ჩავალ...
სამარეშიც
ა, იმ ჩიტის გულით ჩავალ.