Litclub.ge

*** "თავს მახსენებდნენ"
თავს მახსენებდნენ
იმ საოცარი
გობელენების
თეთრი რაშები.
გარეთ კი თოვდა
და დახრილ თვალებს,
ჰო, დახრილ თვალებს
ჰგავდა ქვაშვეთი.