Litclub.ge

*** "მთას შერჩენია ნაფლეთი თოვლის"
მთას შერჩენია ნაფლეთი თოვლის,
ვით ეკალს შენი კაბის ნაგლეჯი,
ნება რომ მომცა მე შენი მოვლის,
კლდეს რომ გამაკრან, მაინც გავგლეჯდი
ბორკილს და შენთან დავდგამდი კარავს,
ვით შენი გულის ეული მწყემსი,
თუმც დაბლობს ნისლის პირბადე ფარავს,
გულის ფრიალი მე შენი მესმის.